ვინ ვართ ჩვენ?

GITR-ის დაფუძნების იდეა 2020 წლის სექტემბერში გაჩნდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა არცერთი კომპანია, ვინც შეძლებდა მომხმარებლისთვის IT გლობალური სპექტრით მომსახურებას. იდეის დამუშავების პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა ჯგუფის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები, კურსების გავლა და სერთიფიცირება მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სასწავლებლებში. ამავდროულად ხდებოდა უახლესი ტექნოლოგიების შესწავლა, რამაც ფაქტობრივად ჩამოაყალიბა ორგანიზაციის სახე და მოგვცა კომპანიის დაარსების სტიმული.
GITR არ გახლავთ ის კომპანია, რომელიც გამოყოფს და ახარისხებს მომხმარებლებს მომსახურების სერვისების მიხედვით. ჩვენ ვემსახუხრებით ყველას ყველაფრისგან განურჩევლად. ჩვენ ვთვლით, რომ ის საკითხები, რომელიც გამოწვეულია კაპიტალითა და რესურსებით მომხმარებლის მხრიდან, ადამიანური ფაქტორებიდან შესაძლოა ისე დარეგულირდეს, რაც ხელს არ შეუშლის არცერთ მხარეს საკუთარი მიზნების განხორციელებაში.
GITR დაფუძვნებულია ადამიანურ ღირებულებებზე, რაც საშუალებას გვაძლევს როგორც საკუთარ თანამშრომლებთან, ასევე პარტნიორებთან გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება.
GITR უზრუზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და IT განხრით სისტემურ და ქსელურ სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე, რაც განპირობებულია იქედან, რომ მომსახურეობის მიმღები ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე არასდროს შეფერხდეს თავის საქმიანობაში.

ხარისხი, დრო და ღირებულება ეს უმთავრესი პრინციპებია, რაც GITR-ის ჯგუფს ხდის უნიკალურს და აძლევს საშუალებას დაიპროს მომავალი.

ჩვენი მიზნებია

  • მუდმივად მიმდინარეობდეს კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ცოდნის დონის გაუმჯობესება.
  • კომპანიამ შეინარჩუნოს, იზრუნოს თანამშრომლებზე და მათ კეთილდღეობაზე, ასევე დაამყაროს მათთან მეგობრული ურთიერთობები.
  • მივიღოთ ახალი თანამშრომლები, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში ჩუტაროთ ტრეინინგები და გავცეთ სერტიფიკატები.
  • არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დროულად მოხდეს მათი ათვისება.
  • დრულად მოხდეს ქართულ ბაზარზე საჭირო ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვა.
  • ჩვენი მიზანია მუდმივად ვიფიქროთ კომპანიის გაფართოებაზე.
  • მუდმივად მიმდინარეობდეს პარტნიორების ძებნა და მყარდებოდეს მათთან მეგობრული ურთიერთობები.
  • შეასრულოს გეგმიურად მოკლე და გრძელვადიანი IT სამუშაოები, ხარვეზების გარეშე.
  • კომპანიამ ითანამშრომლოს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი თანამშრომლების „ტრეინინგი“ სოპ-ის მიხედვით, რომელიც მოწოდებული იქნება მათ მიერ.
  • საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია გაუწიოს სხვა მსგავს კომპანიებს და მუდმივად აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები.
  • საერთაშორისო ასპარეზზე მსგავს კომპანიებთან იქონიოს გაცვლითი პროგრამები.
  • კომპანია ვალდებულია პასუხისმგებელი იყოს, როგორც საკუთარ უსაფრთხოებაზე ასევე იმ კომპანიების უსაფრთხოებაზე, რომლებთანაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.

თანამშრომლები

GITR-ის მაღვალკვალიფიციური კადრი წარმოადგენს ჯგუფს, რომელმაც შეძლო და დაამტკიცა მისი მაღალი შესაძლებლობები IT სივრცეში. ისინი ასწორებენ იმ გამოწვეულ პრობლემებს, რაც მომხმარებელს არაპროფესიონალური მომსახურეობის მიღებით შეექმნა. აგრეთვე ქმნიან ისეთ პროექტებს, რომელიც გარანტიაა თქვენი მომავლის წარმატების. GITR-ის გუნდის წევრები ასევე ასწავლის და განათლებას აძლევს იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ შეაბიჯონ ციფრულ სამყაროში.

Talk to us

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონტაქტებში მითითებულ მონაცემებზე 

Follow us