კავშირგაბმულობა
ქსელური ინფრასტრუქტურა და კავშირი, რომელიც ადამიანებსა და სისტემებს აერთიანებს.
GITR აერთიანებს კავშირგაბმულობასა და ინფორმაციულ სისტემებს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორობაში. ვეხმარებით ადამიანებსა და ბიზნესებს საჭირო IT საკითხების მოგვარებაში.
გაიცანი GITRGITR-ის მიზანია ტექნოლოგიური საკითხების ერთიანი ხედვით მოგვარება — საჭიროების გააზრებიდან სისტემების გამართვასა და ყოველდღიურ მხარდაჭერამდე.
ქსელური ინფრასტრუქტურა და კავშირი, რომელიც ადამიანებსა და სისტემებს აერთიანებს.
სისტემური გადაწყვეტილებები, სერვერები და პროგრამული გარემო ყოველდღიური მუშაობისთვის.
ტექნიკური დახმარება, მოვლა და კონსულტაცია თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
GITR-ის მაღალკვალიფიციურმა გუნდმა IT სფეროში საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა. გუნდის წევრები ეხმარებიან მომხმარებლებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც არაპროფესიონალური მომსახურების შედეგად შეექმნათ. ისინი ქმნიან პროექტებს, რომლებიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია, და ცოდნას უზიარებენ მათ, ვისაც ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს.
გაეცანი ჩვენს სერვისებსვვითარდებით ადამიანებთან, ტექნოლოგიებთან და პარტნიორებთან ერთად — პასუხისმგებლობითა და გრძელვადიანი ხედვით.
მუდმივად გავაუმჯობესოთ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ცოდნა და პროფესიული უნარები.
ვიზრუნოთ თანამშრომლების შენარჩუნებასა და კეთილდღეობაზე და მათთან მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ.
საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ახალი თანამშრომლები, ჩავუტაროთ ტრენინგები და გავცეთ სერტიფიკატები.
არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დროულად ავითვისოთ ისინი.
ქართულ ბაზარზე დროულად დავნერგოთ მოთხოვნადი ახალი ტექნოლოგიები და სერვისები.
მუდმივად ვიფიქროთ კომპანიის გაფართოებაზე.
მუდმივად ვეძებოთ პარტნიორები და მათთან მეგობრული ურთიერთობები დავამყაროთ.
გეგმურად შევასრულოთ მოკლე და გრძელვადიანი IT სამუშაოები, ხარვეზების გარეშე.
ვითანამშრომლოთ სასწავლო დაწესებულებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათ თანამშრომლებს ჩავუტაროთ მათი მოწოდებული SOP-ის შესაბამისად ტრენინგები.
საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია გავუწიოთ მსგავს კომპანიებს და მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ.
მსგავს საერთაშორისო კომპანიებთან გაცვლითი პროგრამები განვახორციელოთ.
პასუხისმგებლობა ვიკისროთ როგორც საკუთარ, ისე იმ კომპანიების უსაფრთხოებაზე, რომლებთანაც ხელშეკრულებით ვთანამშრომლობთ.